გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
მონაცემთა შეგროვება და წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამის საშუალებით
სწავლების საფეხური
დაწყებითი    6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
6 კლასი.   30 მოსწავლე.კლასში არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან სიტყვა სტატისტიკის მნიშვნელობას, გააცნობიერებენ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა მონაცემების შეგროვებას, შემდგომში კვლევის ელემენტებს და მის უდიდეს მნიშვნელობას თანამედროვე ცხოვრებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მინდა ჩემმა მოსწავლეებმა შეძლონ  მათი ასაკისთვის შესაფერისი სხვადასხვა სასარგებლო მონაცემების შეგროვება და მისი წარმოდგენა სხვადასხვა სახით (წრიული და სვეტოვანი დიაგრამის საშუალებით) თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ინტერპრეტირება .მათVI.11 მათ.VI2  მათ VI13
წინარე ცოდნა
ნატურალური რიცხვები და მოქმედებანი მასზე, წილადების შეკრება გამოკლება, წილადის ძირითადი თვისება,პროცენტები.მასშტაბი, პროცენტი.
შეფასების საგანი და პროცედურები

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, ცარცი, მანიპულატივები, ფერადი ფლომასტერი, A/2 და A/3 ზომის ფორმატები,სახაზავი, ცხრილები და წინასწარ მოძიებული მონაცემები
გაკვეთილის მსვლელობა
·        გაკვეთილის დასაწყისში ვამოწმებ საშინაო დავალებას, მოსწავლეებს უნდა მოეძიებინათ მასალები, ყველაზე დიდი ჩანჩქერები მსოფლიოში, სკოლის ეზოში მწვანე ნარგავების რაოდენობა სახეობების მიხედვით, (ნაძვი, ფიჭვი) ცხოველთა ასაკის ხანგრძლივობა,( მაიმუნის, დათვის,ძაღლის, სპილოს) ოჯახის დანახარჯები ერთი თვის განმავლობაში (საკვებზე, სამედიცინო ხარჯები, გადასახადები, ტრანსპორტზე, განათლებაზე და სხვადასხვა) ასწევე მათ უნდა ჩაეტარებინათ კვლევა, ვის რა ჟანრის ლიტერატურა უყვარს კლასში . ვამოწმებ როგორ იციან წილადებზე მოქმედებანი, ვაძლევ შესაბამის მაგალითებს და საყოფაცხოვრებო ტიპის ამოცანებს (10 წთ)
·        მეორე ფაზას ვუთმობ წარმოდგენილი მონაცემების ცხრილის სახით წარმოდგენას, ასევე სვეტოვანი დიაგრამის სახით, მოსწავლეებს ვუხსნი, რომ მონაცემები შეიძლება რიცხვების სახითაც ჩაიწერო, მაგრამ თუ მათ უფრო მოხერხებული სახით წარმოვადგენთ უფრო ადვილად აღსაქმელი იქნება,ადვილად დამახსოვრებადი, თავად ვადგენ სვეტოვან დიაგრამას და ვუთითებ მასშტაბის გამოყენების აუცილებლობაზე.( მაგ ათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 40-50 წელია , შეუძლებელია ააგო სვეტოვანი დიაგრამა თუ მასშტაბს არ გამოიყენებ, მაგ ყოველ 10 წელს შესაბამებოდეს ორი უჯრა მათემატიკის რვეულში და 2 სმ  საკლასო დაფაზე)აქვე ვთავაზობ რეკჯომენდაციას ოჯახის ხარჯები წრიული დიაგრამის სახით წარმოადგინონ.(15 წთ)

·        მოსწავლეებს ვანაწილებ ჯუფებში, და ვაძლევ დავალებას, მათ მიერვე მოძიებული მონაცემები , წარმოადგინონ ცხრილების , სვეტოვანი დიაგრამის და წრიული დიაგრამის სახით. საპრეზენტაციოდ წინასწარ ვაჩვენებ ჩემს მიერ მომზადებულ სანიმუშო სლაიდებს. მივცემ მათ გონივრულ ვადას დახვეწონ საკუთარი პრეზენტაცია (15წთ)

·        უკუკავშირისთვის და განმავითარებელი შეფასებისთვის  ვიტოვებ 5 წუთს,  ამ დროს მოსწავლეები მიიღებენ მკაფიო უკუკავშირს და მომდევნო გაკვეთილებზე  ჩემი მოსწავლეები გაიწაფებიან მონაცემტა სხვადასხვა სახით წარმოდგენასა და ინტერპრეტირებაში
            
No comments:

Post a Comment