ეს საინტერესოა

ეს საინტერესოა

როდესაც მსოფლიო ბიზნესში საუბრობენ ხანგრძლივი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აპარატურის წარმოების შესახებ, პირველ ადგილზე ყოველთვის მოიხსენიებენ იაპონიას. თავად იაპონიაში ეს სფერო ეფუძნება სამ გიგანტს, .. სამ S-. დაასახელეთ ეს სამი S!
      სონი შარფი და სიემენს

ჰენრიკ იბსენი ამბობდა: „ყველაზე კარგ ბალიშს წარმოადგენს სუფთა...“ დაასრულეთ ფრაზა ერთი სიტყვით.
პასუხი:სინდისი.


ნებისმიერი კინორეჟისორი მიზანია იპოვოს მაყურებლის გულისკენ მიმავალი გზა და გააღვიძოს მათში ემოციები. ამასთან დაკავშირებით ლუის ბუნიუელი ამბობდა: „თუკი გსურთ გაიგოთ, რამდენად კარგი რეჟისორი ხართ, გადაიღეთ ფილმი იქსის გარეშე“. დაასახელეთ იქსი.
პასუხი:მუსიკა


მას შეუძლია დაარეგულიროს წნევა, მოახდინოს თრომბის ლიკვიდაცია, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, შეაჩეროს ანთებითი პროცესები, ხელი შეუშალოს სისხლის შედედებას და .. მასზე პირველ ცნობებს ძვ.-ით 130 წელს ვხვდებით. რაზეა საუბარი?
პასუხი:წურბელაზე.


ორი აკლდამა, ორი ქანდაკება, ბაღი, ტაძარი და სანავიგაციო აგრეგატი. რას წარმოადგენენ ისინი ერთად?
პასუხი:მსოფლიოს 7 საოცრებას.
ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა
სარეკლამო ჭრების დროს მკვეთრად იზრდება ქალაქის ამ კომუნალური ქსელის დატვირთვა. რა ქსელზეა საუბარი?
პასუხი:კანალიზაციაზე.


მისი მოსახლეობა 50 000 ადამიანს აჭარბებს, მისი ფართობი კი - 2 166 086 კვადრატული კილომეტრია. ჩვენ არ გეკითხებით, თუ რა ქვია მას. დაასახელეთ ფილმი, რომელშიც მის გატანას მოითხოვენ.
პასუხი:ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიკომენტარი:საუბარი იყო გრენლანდიაზე

ეს საერთაშორისო სიტყვა შედგება ორი ბერძნული სიტყვისგან, რომლებიც ითარგმნება, როგორცმარტოდავყიდი“. დაასახელეთ ეს სიტყვა.
პასუხი:მონოპოლია
მარილის გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებას უამრავი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ამის გამო ბრიტანული ქალაქის, სტოკპორტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი სტანდარტული რაოდენობის, ანუ 17- 5-მდე შემცირების თაობაზე. (იყო 17, შეამცირეს 5-მდე). რა შეამცირეს სტოკპორტში?
პასუხი:ნახვრეტების რაოდენობა სამარილეებზეკომენტარი:ნაკლები ნახვრეტი - ნაკლები მარილი :)


No comments:

Post a Comment