ინფორმაცია
პროექტის შესახებ
პროექტის
მიზანი:
|
საბუნებისმეტყველო საგნებისადმი
(ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა და მათი აკადემიური მაჩვენებლების
გაუმჯობესება.
|
ამოცანები:
|
·
გავუწიოთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს პოპულარიზაცია
სკოლაში
·
შევქმნათ საბუნებისმეტყველო საგნებზე ცოდნის შეძენისა
და გამოყენების ეფექტური ალტერნატიული ფორმატები
·
ავამაღლოთ ბენეფიციარების ცოდნა საბუნებისმეტყველო
საგნების შესახებ
|
პროექტის
ბენეფიციარები:
|
პროექტის ბენეფიციარები იქნებიან VIII
და IX კლასის მოსწავლეები. პროექტის შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე,
პროექტი გავრცელდება 18 მოსწავლეზე. კლასებიდან მოსწავლეთა შერჩევა მოხდება პროექტის
შესახებ წინასწარ ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ, მცირე სამოტივაციო წერილების და
გასაუბრების საფუძველზე. პრიორიტეტი მიენიჭება მათ, ვისაც საბუნებისმეტყველო საგნებში
აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესების სურვილი ან/და ამ სფეროში მეტი ცოდნის მიღების
ინტერესი აქვთ.
|
პროექტის
დასაბუთება:
|
2015 წლის მონაცემებით საბუნებისმეტყველო საგნებში
საშუალო ქულა არის 6,2[1].
თუ შევადარებთ საზოგადოებრივი მეცნიერებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური
ენების საგნებს მათ შორის განსხვავება 1 და 1-ზე მეტია. ეს შედეგები ნაწილობრივ საგნის
სირთულით არის გამოწვეული, ასევე, სრულყოფილი ლაბორატორიების, საჭირო ხელსაწყოების,
მოწყობილობებისა თუ რეაქტივების არქონის გამოც.
ამ შედეგებზე გავლენას მოსწავლეთა ინტერესის დეფიციტი და ინდიფერენტულობაც
ახდენს.
რა თქმა უნდა აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესება ბევრ ფაქტორზე და
წინაპირობაზეა დამოკიდებული, თუმცა ერთ-ერთი ეფექტური გზა შეიძლება მოსწავლეებში
ამ საგნებისადმი ინტერესის გაღვივება იყოს.
ამას კი მიზანმიმართული მიდგომა და ძალისხმევა სჭირდება, რომლის ნაკლებობაც
თვალსაჩინოა.
უპირველესად ეს პროექტი მნიშვნელოვანია რადგან იგი ემსახურება საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების პოპულარიზაციას,
ძიების, ცოდნის შეძენის და ამ ცოდნის გამოყენების უნარების გაზრდას,
სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დახარჯული რესურსების ეფექტურ გამოყენებას (აინშტაინის
ლაბორატორიები). ასევე, პროექტის თანმდევი პოზიტიური ეფექტი იქნება მოსწავლეებში
ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლება.
|
დაგეგმილი
აქტივობები:
|
1. ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერთა ინტელექტუალური
კლუბის ჩამოყალიბება
- კლუბის
ჩამოყალიბების მიზანია
საბუნებისმეტყველო საგნებში დამატებითი
ცოდნის დაგროვება,
კვლევისა და
ანალიზის უნარების
განვითარება.
-
კონკრეტულად, კლუბის წევრების მიერ მოხდება კითხვა-პასუხების ბანკის
შექმნა (წყაროს
მითითებით)
- კლუბის
ყველა წევრს
ექნება ერთიანი
ფორმა, ერთი
ფერის მაისური
(კლუბისა და
მერიის მუნიციპალიტეტის
ლოგოთი, პროექტის
სათაურის წარწერით:
"ეძებე, იაზროვნე,
აღმოაჩინე"). ამ მაისურების
გამოყენება მოხდება
პროექტით გათვალისწინებული
ყველა აქტივობისას.
2. თემატური პრეზენტაციების
ორგანიზება
- თანამედროვე
აღმოჩენების და
საინტერესო ფაქტებისა
და მოვლენების
შესახებ პრეზენტაციები
ჩატარდება
შესაბამისი საბუნებისმეტყველო
საგნების მასწავლებლების
ხელმძღვანელობით (პრეზენტაცია ფიზიკაში,
ქიმიაში და
ბიოლოგიაში).
3. საინფორმაციო მინი-ბანერების გამოფენა
- სკოლის დერეფნებში საბუნებისმეტყველო საგნებიდან
საინტერესო ფაქტების, მოვლენებისა და პროცესების შესახებ მინი-ბანერების გამოფენა
მოხდება. ყველა ბანერზე დატანებული იქნება პროექტის ლოგოც და ჩასმული იქნება ჩარჩოში.
(გარკვეული პერიოდის მერე მოხდება შინაარსის შეცვლა-განახლება)
4. მიზნობრივი
ექსკურსიების მოწყობა
საზაფხულო
არდადეგების
დასაწყისში
მოხდება მიზნობრივი ექსკურსიის მოწყობა შემდეგ დაწესებულებებში - შპს ნიკორა, შპს
სანტე, ზოოლოგიური
მუზეუმი უნივერსიტეტის
განივ კორპუსში
(ე.წ.
ბიოლოგების კორპუსი), ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
ცენტრში ოქროყანაში, ექსკურსია ქსნის მინის ქარხანაში. მოსწავლეები გაეცნობიან წარმოების
ტექნოლოგიურ პროცესებს. ამით დარწმუნდებიან საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის აუცილებლობაში.
მოეწყობა პიკნიკები ღია ცის ქვეშ, სადაც გარდა გართობისა და მხიარულებისა
მოხდება დღის შეჯამება, (რეფლექსია) შეძენილი ცოდნის და შთაბეჭდილების შესახებ.
5. გაზაფხულისა
და შემოდგომის
შეხვედრების „ინტელექტუალური რინგის“
ორგანიზება,
- ჩატარდება
2 რინგი: საგაზაფხულო
და საშემოდგომო
სეზონი. მონაწილეები
იქნებიან კლუბისგან
დაკომპლექტებული 3 ექვსეული, 5 ძირითადი
და 1 სათადარიგო
მონაწილე. კითხვების
შერჩევა მოხდება
კლუბის მიერ
შექმნილი კითხვათა
ბანკიდან შემთხვევითი
შერჩევის გზით.
ამ ღონისძიების
ორგნიზებასა და
მხარდაჭერაში ჩართული
იქნება მოსწავლეთა
თვითმმართველობა.
- რინგის დასასრულს
პროექტის ყველა ბენეფიციარს გადაეცემა
სპეციალურად დამზადებული
დიპლომები, (დიპლომებზე დატანებული იქნება პროექტის
ლოგო), სამივე გუნდის კაპიტანს
- სამახსოვრო წიგნები.
6. პროექტის
შეჯამების ღონისძიების ორგანიზება
- პროექტის
დასასრულს ჩატარდება
ბენეფიციართა და
დაკავშირებული მხარეების
შეხვედრა, სადაც
მოხდება პროექტის
შეჯამება, შეფასება
და მიღებული
გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიებაზე
მოწვეული იქნება მერიის შესაბამისი წარმომადგენელი.
|
მოსალოდნელი
შედეგები:
|
·
გაიზრდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი მოსწავლეების
ინტერესი;
·
გაიზრდება მონაწილე ბენეფიციართა ცოდნა ამ სფეროში;
·
გაიზრდება ბენეფიციარების აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი;
·
ყველა ეს პოზიტიური პროცესი არაბენეფიციარ მოსწავლეებზეც
„გავრცელდება“
|
ინდიკატორები:
|
·
პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფორმაციის (კითხვა-პასუხების,
მიკრო-ბანერების) ხარისხი (გაიზომება მითითებული წყაროების ნამდვილობისა და სრულყოფილების
მიხედვით) და რიცხოვნობა;
·
ჩატარებული ღონისძიებების (პრეზენტაცია, ინტელექტ-რინგი,
ექსკურსია) რაოდენობა;
·
პრეზენტაციებზე არაბენეფიციარ მოსწავლეთა დასწრების
რიცხოვნობა;
·
ბენეფიციართა კმაყოფილების ხარისხი (უკუკავშირის კვლევა);
·
ბენეფიციართა აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი;
·
მოსწავლეთა დაინტერესების ხარისხი მიკრო-ბანერებით
(უკუკავშირის ყუთი და ზეპირი უკუკავშირი)
|
მონიტორინგი
და შეფასება:
|
1. შეიქმნება
მონიტორინგის მცირე ჯგუფი, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდება: პროექტის ხელმძღვანელი,
ერთი ბენეფიციარი, და ერთი მასწავლებელი. ჯგუფი შეიკრიბება თვეში ერთხელ და განიხილავს
მონიტორინგის შედეგებს.
2. დაიდგმება
უკუკავშირის ყუთი, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაყარონ მოსაზრებები დერეფნებში გამოფენილი
მიკრო-ბანერების შინაარსით დაინტერესების შესახებ და ასევე მოგვაწოდონ ინფორმაცია
რა თემები აინტერესებთ და რა სურთ იხილონ განახლებულ მიკრო-ბანერებზე. ყუთი გაიხსნება
თვეში ერთხელ.
3. მოხდება
მოსწავლეთა რაოდენობის აღრიცხვა პრეზენტაციებზე.
4. ჩატარდება
უკუკავშირის წერილობითი კვლევა/გამოკითხვა, ივნისის ბოლოს და ოქტომბრის ბოლოს.
5. მოხდება
მოძიებული კითხვა-პასუხების ნამდვილობისა და სისრულის შერჩევითი შემოწმება, თითოეული
რიგნის ჩატარებამდე.
6. მოხდება
მოსწავლეთა აკადემიურ მაჩვენებლებზე დაკვირვება, ყოველთვიურად.
|
დამატებითი
ინფორმაცია:
|
|
დამატებითი
ინფორმაცია
პროექტის
განხორციელებაში ჩართული პირები
№
|
სახელი და გვარი
|
კლასი
|
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი
ფუნქციები
|
1
|
ორაგველიძე ნინო
|
8
|
პასუხისმგებელი ინტლექტუალური კითხვების ბანკზე
|
2
|
ბიწაძე მარიამ
|
8
|
მინი ბანერების შინარსზე პასუხისმგებელი
|
3
|
ბედოშვილი გვანცა
|
8
|
უკუკავშირის ყუთის წარმოებაზე პასუხისმგებლობა
|
4
|
მეზვრიშვილი ლაშა
|
8
|
პრეზენტაციების გამართვის უზრუნველყოფა
|
5
|
თედიაშვილი გიორგი
|
8
|
პრეზენტაციების გამართვის უზრუნველყოფა
|
6
|
დოლიძე ანა
|
8
|
ინტელექტუალური კითხვების ბანკზე პასუხისმგებლობა
|
7
|
ბასიაშვილი გიორგი
|
9
|
პასუხისმგებლობა უკუკავშირის ყუთის წარმოებაზე
|
8
|
ნებიერიძე ვასილ
|
9
|
პრეზენტაციებზე არაბენეფიციარ მონაწილეთა რიცხოვნობის
აღრიცხვა და მათი გამოკითხვა
|
9
|
სამუშია მარიამი
|
9
|
მინი ბანერების დამთვალიერებელ მოსწავლეთა რიცხოვნობაზე
დაკვირვება და მათი პერიოდული გამოკითხვა
|
10
|
ჩიბურდანიძე ნინი
|
9
|
პრეზენტაციებზე არაბენეფიციარ მონაწილეთა რიცხოვნობის
აღრიცხვა და მათი გამოკითხვა
|
11
|
შონია გიორგი
|
9
|
პასუხისმგებელი მინი-ბანერების შინაარსზე
|
12
|
ჯინჭარაშვილი თამთა
|
9
|
პასუხისმგებელი მინი ბანერების შინაარსზე
|
13
|
ჯინჭარაშვილი მარიამი
|
9
|
მიზნობრივი ექსკურსიების რეფლექსიების ჩანიშვნაზე
პასუხისმგებელი
|
14
|
კვინიკაძე გიორგი
|
9
|
მიზნობრივი ექსკურსიების რეფლექსიების ჩანიშვნაზე
პასუხისმგებელი
|
15
|
ქერაული
ელენე
|
9
|
რიცხოვნობაზე დაკვირვება და მათი პერიოდული გამოკითხვა
|
16
|
მათიაშვილი ლუკა
|
9
|
მინი ბანერების დამთვალიერებელ მოსწავლეთა რიცხოვნობაზე
დაკვირვება და მათი პერიოდული გამოკითხვა
|
17
|
ცხვირაშვილი ეთუნა
|
9
|
უკუკავშირის ყუთის წარმოებაზე პასუხისმგებლობა
|
18
|
ღვინჯილია მარიამ
|
9
|
უკუკავშირის ყუთის წარმოებაზე პასუხისმგებლობა
|
შენიშვნა: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კლუბის
ყველა წევრი იზრუნებს ლოგიკური, სახალისო და აკადემიური კითხვების
შეგროვებაზე, მიზნობრივი ექსკურსიისას მოსანახულებელი საწარმოს და იქ წარმოებული პროდუქციის
მიღების ტექნოლოგიური პროცესების შესახებ საკვანძო ინფორმაციის შეგროვებაზე.
სამოქმედო
გეგმა
|
სამოქმედო გეგმა
|
მაისი
|
ივნისი
|
ივლისი -
აგვისტო |
სექტემბერი
|
ოქტომბერი
|
1
|
ახალგაზრდა მკვლევარ-მეცნიერთა
ინტელექტუალური კლუბის ჩამოყალიბება
|
|
|
არდადეგები
|
|
|
|
მაისურების დამზადება
|
x
|
|
|
|
|
2
|
თემატური პრეზენტაციების ორგანიზება, ახალი აღმოჩენების შესახებ
|
|
|
|
|
|
|
პრეზენტაცია ფიზიკაში
|
|
|
x
|
|
|
|
პრეზენტაცია ქიმიაში
|
x
|
|
|
|
|
|
პრეზენტაცია ბიოლოგიაში
|
x
|
|
|
|
|
|
საინფორმაციო მინი-ბანერების
მომზადება და გამოფენა
|
|
|
|
|
|
|
მინი-ბანერებზე დასაწერი ტექსტების მომზადება
|
x
|
|
|
|
|
|
მინი-ბანერების დიზაინის მომზადება და დაბეჭდვა
|
x
|
|
|
|
|
|
მინი-ბანერების გამოფენა
|
x
|
|
x
|
x
|
|
3
|
საზაფხულო არდადეგების
დასაწყისში მიზნობრივი ექსკურსიის მოწყობა
|
|
|
|
|
|
|
ექსკურსია შპს სანტეში, შპს ნიკორაში, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების
განვითარების ცენტრში
|
|
x
|
|
|
|
|
ექსკურსია ზოოლოგიური მუზეუმში და ქსნის მინის ქარხანაში
|
|
x
|
|
|
|
4
|
გაზაფხულისა და შემოდგომის
შეხვედრების „ინტელექტუალური რინგის“
ორგანიზება
|
|
|
|
|
|
|
ინტელექტუალური
რინგი საგაზაფხულო
სეზონზე
|
|
x
|
|
|
|
|
ინტელექტუალური რინგი საშემოდგომო სეზონზე
|
|
|
|
x
|
|
|
დაჯილდოების ცერემონიალი
|
|
|
|
x
|
|
5
|
პროექტის შეჯამების ღონისძიების
ორგანიზება
|
|
|
x
|
პროექტის
ბიუჯეტი
№
|
დასახელება
|
ერთეულის
ღირებულება
|
რაოდენობა
|
|
სულ
|
||||
1.
|
ექსკურსიისა
და ტრანსპორტირების ხარჯები
|
|||
1.1.
|
ტრანსპორტის დაქირავება მიზნობრივი ექსკურსიისთვის („სანტე“, “ნიკორა“, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების
ცენტრი)
|
100ლ
|
1
|
100ლ
|
1.2.
|
ტრანსპორტის დაქირავება მიზნობრივი
ექსკურსიისთვის (ზოოლოგიური მუზეუმი და ქსნის მინის ქარხანა)
|
120ლ
|
1
|
120ლ
|
1.3.
|
პიკნიკისთვის (ღვეზელები, წვენები) (1.1. ექსკურსიის შემდეგ)
|
3,5ლ
|
19
|
66,5ლ
|
1.4.
|
პიკნიკისთვის (ღვეზელები, წვენები) (1.2. ექსკურსიის შემდეგ)
|
3,5ლ
|
19
|
66,5ლ
|
|
სულ
|
|
|
353ლ
|
2.
|
საკანცელარიო
/ საბეჭდი ხარჯები
|
|||
2.1.
|
ბრენდირებული მაისურები
(წინა მხარეს დატანებული პროექტის დამფინანსებლის ლოგო, მეორე მხარეს პროექტის სახელწოდება “ეძებე, იაზროვნე, აღმოაჩინე“) |
25ლ
|
19
|
475ლ
|
2.2.
|
საინფორმაციო მინი ბანერები
|
|
|
235ლ
|
|
ჩარჩო
|
10ლ
|
20
|
200ლ
|
|
ფერადი ფურცლები (1 შეკვრა)
|
15ლ
|
1
|
15ლ
|
|
დაბეჭდვის ხარჯი
|
0.1ლ
|
200
|
20ლ
|
|
სულ
|
|
|
710ლ
|
3.
|
დაჯილდოების
ხარჯები
|
|||
3.1.
|
წიგნები (გუნდების კაპიტნებს)
|
30ლ
|
3
|
90ლ
|
3.2.
|
სიგელები (ყველა ბენეფიციარს)
|
2,5ლ
|
18
|
45ლ
|
|
სულ
|
|
|
135ლ
|
4
|
სხვა
ხარჯები
|
|||
4.1.
|
ქვიშის
საათი (ინტელექტუალური რინგისთვის)
|
30ლ
|
1
|
30ლ
|
|
სულ
|
|
|
30ლ
|
პროექტის ჯამური ღირებულება
1228 ლარი
|
შენიშვნა:
შეძენილი მაისურები პროექტის დასასრულს საჩუქრად გადაეცემა პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს,
რომელსაც შეინახავენ, შეიყვარებენ და სკოლის დამთავრებამდე გამოიყენებენ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას,
რაც ყოველთვის გაახსენებს მათ სასიამოვნო წუთებს და საათებს, რაც პროექტის განხორციელებისას
განიცადეს.
[1] წყარო
ეფუძნება 2015 წლის შემაჯამებელ პედაგოგიურ საბჭოზე კათედრების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკურ
მონაცემებს საგნების მიხედვით.
No comments:
Post a Comment